ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება


      ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება რწმენას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.თანასწორუფლებიანობა თანაბარი შესაძლებლობების არსებობას არ გულისხმობს და შესაბამისად თანასწორუფლებიანობის იდეის პრაქტიკაში განხორციელება რთულია. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება მიდრეკილია მას, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს მეტი უფლება მიანიჭოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ნორმის წარმომადგენელთა უფლებები ირღვევა. ინკლუზიური განათლება, როგორც თითოეული ჩვენგანის უფლება, ნებისმიერი რესურსის სწორედ ჩვენს შესაძლებლობებზე მორგებას გულისხმობს. როცა საზოგადოების სულ მცირე ერთ წევრს აქვს შეზღუდული გარკვეული შესაძლებლობა, ყველაფერი   რაც ამ საზოგადოებისთვის იქმნება, იმ ერთის შესაძლებლობაზეც უნდა იყოს მორგებული.იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, გვერდიგვერდ უნდა იყოს კიბეები და პანდუსები. იქ, სადაც მხედველობა დაქვეითებული ადამიანები ცხოვრობენ უნდა იყოს ადაპტირებული ქვეითთა შუქნიშნები, ბიბლიოთეკებიროცა პრეტენზია გვაქვს თანასწორუფლებიანობაზე, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს ამ უფლებებით სარგებლობას.
             ინკლუზიური განათლების მიმართულება შეიქმნა 2009 წლის აგისტოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიმართულების მიზანია, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის სპციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში. ხელშეწყობა სპეციალური პროფილის მქონე სკოლებისთვის, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილოება ინკლუზიური განათლების დანერგვაში.გასულ წელს ინკლუზიური განათლების მიმართულების ფარგლებში დასრულდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის სამუშაო აღწერილობა და განმარტება. სპეციალური მასწავლებლის განმარტება აისახა საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.გასულ წელს ინკლუზიური განათლების მიმართულების ფარგლებში დასრულდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის სამუშაო აღწერილობა და განმარტება. სპეციალური მასწავლებლის განმარტება აისახა საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.

      2010  წელს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულსტანდარტზედაყრდნობითშეიქმნა სატრენინგო მოდული, ასევე მომზადდა რეკომენდაციებისპეციალურიმასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.საქართველოსგანათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტისინკლუზიური განათლების დანარგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებშიწარმომადგენლაბთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით  ჩატარდა რეგიონული კონფერენციები ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა. კონფერენციები გაიმართა თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
ინკლუზიური განათლება ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს და გარკვეულ სირთულეებსაც აწყდება. ინკლუზიურიგანათლების უმნიშვნელოვანესი შედეგი ბავშვის სოციალური ინტეგრაციის, მეტყველების, ქცევის გაუმჯობესებასთან ერთად თვითშეფასების ამაღლებაცაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი ბავშვები ეჩვევიან განსხვავების პატივისცემას და მიღებას, უფრო ემპათიურები ხდებიან, უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ერთმანეთს.

ჩემი აზრით,ინკლუზიორი განათლების მოდული ყველაზე აზრიანი ნაბიჯიაყველაზე კარგი ის არის,რომ დღესდღეობით მეც ვხედავ ჩემს სკოლაში ასეთ ბავშვებს,რომლებიც ძალიან ბედნიერებია არიან თანატოლების გარემოცვაში.ყველაზე კარგია,ხედავდე როგორ ეხმარება შენი სკოლელი ასეთ ბავშვს,თითქოს თანადგომას გრძნობენ და სახე უბრწყინავთ


          პაციენტიდან მოქალაქემდე


Rშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ მიუხედავად ამისა ,ამ ადამიანთა ესოდენ მნიშვნელოვანი ჯგუფი უმეტეს ქვეყნებში იმყოფება უმცირესობაში  მათი უფლებები და ინტერესები უმრავლესობის მხრიდან დღემდე იგნორირებულია .ამჯამინდელი დამოკიდებულება ინვალიდობის მქონე ადამიანებისა და საერთოდ ინვალიდობის მიმართ საქართველოში  არის ქართული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების შედეგი. რომელიც ემყარება სოციალურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ფაქტორებს.წლების განმავლობაში  ყალიბდებოდა და მყარდებოდა დღეს არსებული მიდგომა ინვალიდობასთან,რაც გულისხმობს  ინვალიდობის მქონე ადამიანთა ჩართულობას ,მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას,დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება,სხვებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებაში  განათლების მიღება, შეძლონ დასაქმება საწარმოებში .ინვალიდობის მქონე ადამიანები საქართველოს მოქალაქეების არც თუ ისე მცირე ნაწილს შეადგენენ.საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემენის მიხედვით 2007 წლისთვის მათი  რიცხვი 231028 პირს შეადგენდა. სამოქალაქო განვითარებასთან ერთად  საქართველოში ძლიერდება ინვალიდობის მქონე პირთა მოძრაობაც, რომელიც ცდოლობს დაიცვას ამ ადამიანების უფლებები და დაამკვიდროს ჩვენ საზოგადოებასა და სახელმწიფოში თანამედროვე მიდგომა. გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად მათ მისაღებად. საზოგადოება შორიდან უყურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებს და არ სურს საკუთარი ერისა და  ქვეყნის შვილები, რომლებიც ღვთის  განგებით ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან,საკუთარ წიაღში მიიღონ. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას,საზოგადობის მხრიდან ვაწყდებით საჯარო სკოლებში,ინკლუზიური განათლების პროგრამის განხორციელებაში.სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობასა და მოტივირებულობას საზოგადოება უპირისპირებს პასიურობასა და საკითხის მიმართ გულგრილობას,რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს და ხელს უშლის პროექტის წარმატებით განხორციელებას.საზოგადოების  ასეთი დამოკიდებულება შშმ- ოჯახს  აკომპლექსებს და ხშირად მშობლებს ურჩევნიათ დამალონ თავიანთი შშმ  შვილი,ვიდრე დაცინვის, გაკიცხვის ან დამცირების ობიექტი გახადონ. რაც თავისთავად ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა,რადგან თუ მშობელი არ შეუწყობს ხელს თავისი შვილის საზოგადოებაში ინტეგრირებას,მაშინ სახელმწიფოს მხრიდან  ყველანაირი ქმედება უშედეგოა.
გამოყენებული ლიტერატურა: ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება (2008)  2) კულტურული ცენტრითანადგომა” - მიერ მომზადებული ბროშურები (ექსპერტ-კონსულტანტი .კახიანი)


პრობლემა,რომელიც საუკუნეებია "ბრძოლობს"


თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება  ინვალიდობის მქონე ადამიანებთან დიდად არ შეცვლილა გასულ საუკუნეებთან შედარებით, პრობლემა ისევ დაუძლეველი რჩება, რის გამოც დისკრიმინაციას ჩვენს რეალობაშიც მწარედ განიცდიან. ისტორიული ექსკურსი:  იგი თავის არსში მოიცავს ძველ საბერძნეთსა და რომს, ფეოდალურ და შუა საუკუნეების ევროპას, აღორძინების ეპოქა,მე-19 მე-20 საუკუნის ბრძოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა უფლებების დასაცავად  და 21- საუკუნე.
ძველი საბერძნეთი და რომი      
ანტიკური სამყარო ქადაგებდამშვენიერი სხეულის კულტსაქ გამეფებული იყო მოსაზრება რომლამაზ სხეულში ლამაზი სულიაამიტომ სულ მცირე ფიზიკური განსხვავება დიდ ცოდვად ითვლებოდა და შშმ ადამოანები განიცდიდნენ დისკრიმინაციის უდიდეს ფორმებს. ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფო სპარტაში კიდევ უფრო სასტიკი გამოვლინება ჰქონდა ყოველივე ამას და ასეთ ადამიანებს დაბადებისთანავე კლავდნენ..
ფეოდალური და შუა საუკუნეების ევროპა·  
ამ პერიოდში ინვალიდობის მქონე პირები ოჯახებში ცხოვრობდნენ,ვისაც შეეძლო თავს მიწათმოქმედებით ირჩენდა,ზოგი კი მცირე სახელოსნოებში მუშაობით ირცენდა თავს.სოციალური შფოთის ,ქოლერის ან შავი ჭირის ეპიდემიის დროს შშმ ადამიანები განტევების ვაცად ან ბოროტებასთან წილნაყარ არსებებად ცხადდებოდნენ. მე-16 საუკუნის ჰოლანდიაში კეთრით დაავადებული ადამიანები ითვლებოდნენ ცოდვილებად და მთელ მათ ქონებას სახელმწიფო უკეთებდა კონფისკაციას.   
აღორძინების ეპოქა.
აღორძინების ეპოქაც დაფუძნებული იყო  ანტიკური სამყაროს , ძველი საბარძნეთი და რომის ფილოსოფიაზე, ესთეტიკასა და ხელოვნებაზე,შესაბამისად აქაც წინა პლანზე წამოწეული იყომშვენიერი სხეულისკულტი. თუკი დახატავდნენ  ისეთი ადამიანის პორტრეტს,რომელსაც სხეულის ნაწილი დასახიჩრებული ჰქონდა, მაშინ მისი იარები იჩქმალებოდა და ტილოზე მხოლოდჯანსაღი სხეულირჩებოდა.     ·         XIX  საუკუნე  XX  საუკუნის დასაწყისი·   
მე-19 საულუნის ბოლოს  სულ უფრო მეტი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკოსი იზიარებდა დარვინის ევოლუციის თეორიას. “ევგენიკისმომხრეები ამტკიცებდნენ  რომ  მათ შეეძლოთადამიანის მოდგმისგანვითარება და სრულქმნა სელექციური არჩევის ხარჯზე.    ისინი მიიჩნევდნენ რომ შშმ ადამიანები ხელს უშლიდნენ გენოფონდის განვითარებას და არ აძლევდნენ საკუთარ ქვეყანას განვითარების საშუალებას,რომ კონკურენტუნარიანი ყოფილიყო.იმ პერიოდში მრავალი სპეციალური სკოლა და ინტერნატი არსებობდა, ასეთ ადამიანების სულ უფრო დიდი რაოდენობა ექცეოდა სრულ იზოლაციაში,მათ არ აძლევდნენ იმის საშუალებას რომ ეცხოვრათ და ესწავლათ სხვა დანარჩენი საზოგადოების გვერდით. როგორც წესი,ასეთ დროს ერთი სქესის პირები რჩებოდნენ  ერთად ანდა საერთოდ  განიცდიდნენ  სტერილიზაციას. რაც შეეხება მე-20საუკუნეს ამერიკის 37 შტატში დაბადებიდან სმენის არმქონე ქალები და ყველა ადამიანი,ვინც დაბალი IQ ტესტი აჩვენა ექვენდებარებოდა  სტერილიზაციის სასტიკ გნაჩენს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშივე  50000 ბავშვი, ვისაც გააჩნდა ფიზიკური ნაკლი განიცდიდა სირთულეებს ურთიერთობის დროს  გამოკეტეს სპეციალურ დაწესებულებაში. მათგან მცირე ნაწილმა  80-იან წლებში ნახა მზის შუქი ,ხოლო 1973 წლამდე უფრო რთული პრობლემის მქონე ბავშვები იგზავნებოდნენ სპეციალურ დაწესებულებაში..·         XXI საუკუნე                                      
   დღესდღეობით შშმ პირები  განაგრძობენ  ბრძოლას რათა შეძლონ საზოგადო ტრანსპორტით სარგებლობა და შესვლა ისეთ შენობებში სადაც განთავსებულია სკოლები, კოლეჯები, გალერეები, თეატრები და  . შძლონ დამოუკიდებელი გადაადგილება ,აგრეთვე ფიზიკური განსხვავება არ უშლიდეთ ხელს დასაქმებაში.ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად სურთ რომ საზოგადოებამ ისინი სწორედ ისეთებად მიიღონ როგორებიც არიან სინამდვილეში, პატივი სცენ  მათ სამართლიან მოთხოვნებს და დაეხმარონ უფლებათა დაცვის საკითხებში.


გამოყენებული ლიტერატურა: ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება (2008)



           ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირები


გიცდიათ  თუ არა ,ამა თუ იმ ფუნქციონალური  დარღვევის მქონე პირთან ურთიერთობა? თუ არა მაშინ შესაძლოა თქვენ ხელიდან გაუშვით არაორდინალური, საინტერეოსო პიროვნების გაცნობის შანსი.მათ უმრავლესობა არის ძალიან განათლებული ,გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით და ინტუციით.ადვილად განასხვავებენ ყალბ და ნამდვილ მეგობარს, მათთან დამოკიდებულებაში მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდესპირად თვისებებსა და შესაძლებლობებზე  და არა ფიზიკურ შეზღუდვებზე.
ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებში არ  მოისაზრებიან მხოლოდ ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ადამიანები, ის შეიძლება გამოიხატებოდეს:
o        მხედველობის შეზღუდვაში
o        მეტყველების შეღზუდვაში
o        სმენის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითებაში
o        ფსიქო-ფუნქციონალური დარღვევებში


არავინ იცის, რა პოტენციალია იმ 183 ათას შეზღდული შესაძლებლობების მქონე ადამიანში, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და თანამედროვე საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალება ეძლევათ, ახალი ტექნოლოგიებია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა დიდი ხანია დაადასტურა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ამგვარი ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უდიდესი პოტენციალი აქვს.
ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა 10% შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს უნდა წარმოადგენდნენ და მათთვის ადაპტირებული სამუშაო ადგილები უნდა არსებობდეს. ამ სახელმწიფოებში თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული აღნიშნული საკითხის მოგვარებით: თავად გამოყოფს სახსრებს იმისთვის, რომ მეწარმემ სამუშაო პირობების ადაპტირება განახორციელოს. ამას გარდა, მათ ამგვარი ადამიანების დასაქმებისთვის სპეციალურ საგადასახადო შეღავათებსაც უწესებს.ვფიქრობ.,ასეთ დამოკიდებულებით ბავრად უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი,მაშინ როდესაც სახელმწეიფო და კერძო სექტორი საერთო ძალისხმევით დაეხმარება ასეთ ადამიანებს.



სწავლის უნარის დაქვეითება, გონებრივი შეზღუდვა


·                     რა არის სწავლის უნარის დაქვეითება?
ერმინი სწავლის უნარის დაქვეითება (Learning Disability), პირველად 1963 წელს შემოიღეს, ხოლო განმარტება კი 1975 წელს მიიღეს აშშ ფედერალური კანონმდებლობის მიერ. სწავლის უნარის დაქვეითება ზოგადი სახელწოდებაა დარღვევების ჰეტეროგენული ჯგუფისათვის, რომლებიც ვლინდება მოსმენის, გაგების, მეტყველების, კითხვის, წერის, თვლის უნარების განვითრების დეფიციტში და სავარაუდოა დაკვშირებული იყოს ცენტრლური ნერვული სისტემის დისფუნქციებთან.
o        რა ახასიათებს სწავლის უნარის დაქვეითებას?
ბავშვების გარკვეული კატეგორია,რომელთაც სკოლაში შესვლამდე განვითარებაში პრობლემები არ ქონიათ,სკოლაში სწავლებისას აწყდებიან პრობლემებს როგორიცაა:
1.           წერა-კითხვის და არითმეტიკის ათვისება.
2.            დიდი განსხვავებაა  ბავშვის სწავლის პოტენციალსა და მისი მიღწევის დაბალ დონეს შორის.
3.            ბავშვს აქვს დარღვევა ერთ ან რამდენიმე ბაზისურ ფსიქიკურ პროცესში, რომელიც საფუძვლად უდევს ზეპირი და წერითი მეტყველების გაგებას და გამოყენებას, აგრეთვე ვლინდება მოსმენის, აზრის გამოთქმის, წერის, კითხვის, არტიკულაციის, თვლის სიძნელეებში.
სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვი ძლიერ განიცდის საკუთარ წარუმატებლობას სკოლაში. იგი ძალიან ცდილობს, მაგრამ გარშემო მყოფები ამას ნაკლებად თუ ამჩნევენ. მას მაინც აღიქვამენ როგორც ზარმაცს, უინტერესოს და დაბალი მოტივაციის მქონეს (მოუნდომელს). მასწავლებლები და მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება ბავშვის თავს, რადგან იგი არ ჰგავს გონებრივად ჩამორჩენილს. მას ხშირად აძლევენ შენიშვნებს და აკრიტიკებენ. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვები დაბალი თვითშეფასებით და შფოთვის მაღალი დონით გამოირჩევიან. სწავლის უნარის დაქვეითების სინდრომს ხშირად ახლავს თან ემოციური პრობლემები, ემოციური სფეროს დარღვევაც კი. ასეთი ბავშვების უმრავლესობა განსაკუთრებით გარდამავალ ასაკში გულს იცრუებს სწავლაზე და ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს მიეკუთვნება.ხშირად უყურადღებობისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი  შესაძლებელია თან ახლდეს სწავლის უნარის დაქვეითებას, მაგრამ არა ყოველთვის.
o        რა არის ამ დაავადების მიზეზი და რა სიხშირით გვხვდება იგი?
სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ბიოლოგიური ხასიათისაა. კერძოდ, გარემოს მავნე ზემოქმედებებმა (ჰაერის და წყლის ეკოლოგიური დაბინძურება, ტყვიით მოწამვლა, მავნე ნივთიერებების დედაზე და ნაყოფზე ზემოქმედება, ინფექციები) შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე. მისი აღმოცენება არ არის დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე, აღზრდაზე, სწავლების ხარისხზე.სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დეფიციტში მდგომარეობს. ეს დეფიციტი სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს.
აშშ და ინგლისის მონაცემებით მოსახლეობის 15-20% აქვს სწავლის უნარის დაქვეითების რაღაც ფორმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით სკოლის მოსწავლეთა 7%-დან 15%-მდე აქვს სწავლის უნარის დაქვეითება. თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება ქალებში და მამაკაცებში.
·                     როგორ შეიძლება  ამ დაავადების მკურნალობა?
არსებობს მკურნალობის სხვადასხვა ფორმა: წამლებით, ფიზიკური ვარჯიშებით, სპეციალური პედაგოგიური და ფსიქოლოგიური დახმარებით.. ბვშვის ფსიქოლოგიური შეფასების შემდეგ აუცილებელია მშობლებს და მასწავლებლებს მიეწოდოს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გაეწიოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია .მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჩვევების თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ერთობლივად მუშაობენ. სამკურნალო პროგრამა ეყრდნობა შემოვლით სტრატეგიებს; ეს იმას ნიშნვს, რომ სწავლის პრობლემების დაძლევა, სუსტი მხარეების განვითარება ხდება შემოვლითი გზით - იმ უნარების გამოყენებით და სტიმულირებით, რომელიც ბავშვს კარგად აქვს განვითარებული.
თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა მოითხოვს, პედიატრის და ნევროლოგის კონსულტაციით მას შეიძლება მედიკამენტებიც დაენიშნოს.
ამ დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; იგი მთლიანად მოიცავს ბავშვის სწავლას, თამაშს, ცხოვრებას. ნუ დახარბდებით დაპირებებს სწრაფი განკურნების შესახებ: სპეციალური მასაჟებით, დიეტით, სუნთქვითი თუ ფიზიკური ვარჯიშებით, ვიტამინებით და .. მკურნალობის ყოველი ზემოაღნიშნული ხერხი მიზანშეწონილი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ის კონკრეტული ბავშვის მდგომარეობის და მოთხოვნილებების გათვალისწინებით ინიშნება, თანაც აუცილებლად მკურნალობის სხვა მეთოდებთან (ჩვევების თერაპია, მეტყველების თერაპია, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კორექცია) კომპლექსში. ნუ ეცდებით თვითნებურად, ექიმის და ფსიქოლოგის კონსულტაციის გარეშესწრაფიმკურნალობის მეთოდების გამოყენებას.
წყაროგამოყენებული ლიტერატურა: “ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება”(2008




ყურადღების დეფიციტი,

ჰიპერაქტივობის სინდრომი


·                     რა დაავადებაა ADHD?
კლინიკური ტერმინი ხმარებაში შემოვიდა მეოცე საუკუნის შუა წლებში,ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 493 წელს,ექიმ-მეცნიერმა ჰიპოკრატემ აღწერა მდგომარეობა,რომელიც ყურადღების დეფიციტს და ჰიპერაქტივობის სინდრმს ჰგავდა.ის აღწერდა პაციენტებს ,რომელთაც  ჰქონდათსენსორულ გაღიზიანებაზე სწრაფი რეაქცია,მაგრამ ნაკლები სიმტკიცე რადგან მალევე გადადიოდნენ სხვა შთაბაჭდილებაზეყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისიტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთობლიობას.
·                     მისი სტატისტიკა და  სახეები?
ის ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე  გავრცელებული განვითარების აშლილობაა. ქცევის ამ ტიპის დარღვევას სკოლის ასაკის ბავშვთა 3-9%-ში ვხვდებით და მოსწავლეთა მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს ყველაზე ხშირად ამ მიზეზით მიმართავენ. ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მსგავსად, ADHD სინდრომიც ვაჟებში სამჯერ უფრო ხშირია,ვიდრე გოგონებში.ქცევის დარღვევები შეგვიძლია სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:
- უყურადღებობა: გაფანტულობა, დეტალების მიმართ უყურადღებობა და დავალების შესრულებისას ხშირი შეცდომა, ასაკის შესაბამის უნართან შედარებით ინსტრუქციის გაგების სიძნელე, გარკვეული ხნით ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა, საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ბოლომდე მიყვანის პრობლემები, რუტინული საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, გულმავიწყობა;
- ჰიპერაქტიურობა: ზოგადი მოუსვენრობა, მოჭარბებული მოტორული აქტივობა, გაუჩერებლად ლაპარაკი, ერთ ადგილზე გაჩერების სიძნელე;
- იმპულსურობა: მოუთმენლობა, რიგითობის დაცვის სიძნელე, გაუაზრებელი მოქმედება საკუთარი სურვილის მყისიერად შესრულების მიზნით.
იმისდა მიხედვით, ამ სამი ჯგუფიდან რომლის სიმპტომები მეტად არის გამოხატული, ვსაუბრობთ უპირატესად ყურადღების დეფიციტის, უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსურ და კომბინირებულ ტიპებზე. ისიც შეიძლება, ასაკის მატებასთან ერთად სინდრომის ტიპი შეიცვალოს: სკოლამდელ ასაკში ჭარბობდეს ჰიპერაქტიურობა-იმპულსურობა, დაწყებით კლასებში შეინიშნებოდეს  სინდრომის ყველა ძირითადი სიმპტომი, ხოლო  მოგვიანებითმხოლოდ უყურადღებობა.უკანასკნელ დრომდე სინდრომი მხოლოდ ბავშვთა ასაკის დარღვევად განიხილებოდა,  თუმცა დაგროვდა მონაცემები, რომ ADHD-ის მქონეთა 30-75%- სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც უვლინდებათ
·                     რა იწვევს ADHD-?
სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღეისთვის  არ არის დადგენილი,თუმცა ეს შეიძლება იყოს გენეტიკა-(კვლევის შედეგად 25 % გენეტიკურად გადაეცემათ),პრენტალური რისკ-ფაქტორები(დედის მიერ ფეხმძიმობისას  ალკოჰოლის, ნიკოტინის ჭარბი ხმარება)მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სინდრომის საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის განსაზღვრული ნაწილის (შუბლის წილის წინა ნაწილის.. პრეფრონტალური არის) სისუსტე და შუბლ-ქერქქვეშა ნეირონული კავშირების ფუნქციური არასრულფასოვნება.

·                     როგორ მკურნალობენ ADHD-?

თანამედროვე მედიცინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდები შეიმუშავა. ძირითადი ნაწილი ფსიქოლოგიურ ტექნიკებსა და მიდგომებს მოიცავს. მედიკამენტებიდან კი, ფსიქოსტიმულანტებია მოწოდებული. მათი ეფექტიანობა 70%- უტოლდება. სხვა ჯგუფის მედიკამენტები ამ პათოლოგიის სამკურნალოდ მოწოდებული არ არის.მშობელი, პედაგოგი და ფსიქოლოგი ერთმანეთთან უნდა უნდა თანამშრომლობდნენ. სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეიძლება. შევუქმნათ შესაფერისი გარემო. შევადგინოთ დღის განრიგი  დროში გაწერილი აქტივობებით შემოიღეთ წესები, ჩამოწერეთ და მოათავსეთ გამოსაჩენ ადგილზე. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას მოელიან მისგან.
ყოველთვის შეაფასეთ მისი საქციელი. დაეხმარეთ ბავშვს უკეთ გაიგოს, რას ელით მისგან და მიაღწია თუ არა მან სასურველ შედეგს. აღნიშნეთ მისი ყოველი კარგი საქციელი, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის.ისინი ყოველთვის ენთუზიაზმით რეაგირებენ სიახლეებზე

წყარო
 
გამოყენებული ლიტერატურა: ბროშურა-  კულტურული ცენტრისთანადგომა”- მიერ მომაზადებული. სახელმძღვანელოვისწავლოთ ერთად ინკლუზიური         განათლება” (2008)



      დაუნის სინდრომი


დაუნის სინდრომი წარმადგნს ქრომოსომულ დაავადებას,რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად აქვს 47 ქრომოსომა.დაუნის სინდრომი ახალშობილებში ყველაზე გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს,ყოველი 800-1000 ბავშვიდან ერთი იბადება ასეთი.დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანს სახეზევე ეტყობა, გონებრივ ჩამორჩენილობას რომ თავი დავანებოთ (გონებრივი კი იმაში გამოიხატება, რომ კოგნიტური შესაძლებლობები დაქვეითებულია და ფსიქიკური ზრდა ფერხდება). სახის გამომეტყველება ყველა ერის ბავშვს მსგავსი აქვს (ისე, ძალიან საყვარელი სახე აქვთ, ძალიან ბავშვური, აუცილებლად რომ თავს შეგაყვარებთ ისეთი). დაუნები უნაყოფოები არიან და მათი სქესი (სტატისტიკის მიხედვით) მსოფლიოში 50/50-ზეა და 800-1000 დაბადებილიდან 1 გამოდის დაუნი. მეცნიერების აზრით, დაავადების განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დედის ასაკის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ამ დაავადების ნიშნებია:დაბადებისას კუნთების დაბალი ტონუსი, ჭარბი კანის ქსოვილი კისრის არეში,მოკლე კისერი,თვალის ირიბი ჭრილი. პატარა პირი, დეფორმირებული ყურები,განიერი ტერფი და პატარა თითები.დაუნის სინდრომის მქონე ბაცშვებისთვის დამახასიათებელი ზოგადად როგორც ფიზიჯური,ასევეფსიქიკური განვითარების ნელი ტემპი,მათი უმეტესობა საშუალოზე დაბალი სიმაღლისები არიან,ასევე ჩამორჩებიან ინტელექტუალურ განვითარებაში. ამ დაავდების მქონე ბავშვებში ხშირია სამედიცინო პრობლემები:
·                     გულის თანდაყოლილი მანკი
·                     თვალების დაავადება,როგორიცაა კატარაქტა
·                     კუჭ-ნაწლავის პრობლემა
·                     სმენის დაქვეითება.
ასეთი ბავშვების განათლებისას და საზოგადოებაში ინტეგრირებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას ,რომ მათთვის აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა:ზოგი მათგანი შიძლება ჩართულ იქნას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში,ზოგი კი სპეციალეურ სასწავლებლებში.სწორად შერჩეული სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით ,დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას  ,მოზარდობის ასაკში შეუძლია შრომითი უნარ-ჩვევების ათვისება საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა,ბევრი მათგანი ზრდასრულბის ასაკში დამოუკიდებელი და პროდუქტიულია.

                          აუტიზმი


     რა არის აუტიზმი? ნიჭი ,ავადმყოფობა თუ წყევლა?პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს .იგიწარმოადგენს  განვითარების ნეირობიოლოგიურ დარღვევას, რომელიც ვლინდება ბავშვის ცხოვრების პირველი 3 წლის განმავლობაში და გავლენას ახდენს თავის ტვინს ნორმალურ განვითარებაზე,სოციალური და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებაზე.სტატისტიკურად ყოველ 1000 ბავშვზე 5 შემთხვევა მოდის.აუტიზმი თანდაყოლილი დარღვევაა.მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს :

·                     გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.
·                     გარემოს მავნე ზემოქმედება.
ასეთ ბავშვებს უჭირთ თვალით კონტაქტის დამყარება, აქვთ სტერეოტიპული მეტყველება და აქვთ თამაშისადმი ნაკლები ინტერესი.
აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე,
სინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას,
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას,
არ პასუხობენ სხვის ემოციებს,
ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან,
შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.
აუტიზმი დღესაცსაკმაოდ აქტუალურ პრობლემად რჩება ,თუნცა სიტუაცია გაცილებით უკეთესია ,ვიდრე ეს წინა თაობებში იყო,სწორი და დროული თერაპიის შემთხვევაში შესაძლებელია მრავალი სიმპტომის მართვა.აუტიზმის მქონე ბავშვის განათლებაზე საუბრისას,სპეციალისტების აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებით ,თუ  სად უნდა სწავლობდეს ბავშვი,რა თქმა უნდა აუტიზმის მქონე ბავშვს ,ისევე როგორც ყველა მის თანატოლს, უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკლოაში სწავლის უფლება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ინკლუზიური განათლების მთავარ კონცეფციასმაქსიმალურად შეუზღუდავი გარემოს შესახებ,უნდა ვაღიაროთ,რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ხშირად შეუძლებელია აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ასეთი გარემოს შექმნა.
ფაქტია,რომ აუტიზმის მქონე ბავშვისთვის უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწალო პროგრამა,რომელიც ფოკუსირებული იქნება ინფორმაციის მაქსიმალურად აღქმადი ფორმით მიწოდებაზე.(ეს შეიძლებე იყოს აუდიო ან ვიდეო მასალა)სწავლის პროცესში ,აუტიზმის მქონე ბავშვის წარმატებას დიდად განაპირობებს ოჯახის ჩართულობა.


მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს.
ჩვენ  ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომელთა საზოგადოებებს ამ საკითხში   ჩვენზე მეტი  ცოდნა  და გამოცდილება აქვთ.  ყველაზე წარმატებული დასავლური გამოცდილება კი  აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და  მათი მშობლებების პროცესში აქტიური ჩართვის  შესანიშნავ მაგალითებს იძლევა. საკმარისია გავიხსენოთ ამჟამად აუტიზმის  ლეგენდად აღიარებული ბერნარდ რიმლანდის, აუტიზმის მქონე ბიჭუნას  მამის ღვაწლი, რომელიც არ შეეგუა ექიმების მხრიდან მისი შვილისთვის გამოტანილუპერსპექტივო შემთხვევისდიაგნოზ-განაჩენს. რიმლანდმა  მთელი ცხოვრება  აუტიზმის შესწავლას მიუძღვნა და სრულიად ახალგაზრდა ასაკში სამეცნიერო არგუმენტებით  გააცამტვერა  60-ან წლებში მსოფლიოში  გავრცელებული და ავტორიტეტული მეცნიერების მიერ აღიარებული სამეცნიერო მითი, რომლის მიხედვით აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მშობლების მხრიდან სიყვარულის და ურთიერთობის დეფიციტი იყო. ის ბიჭუნა კი დღეს ცნობილი მხატვარი გახლავთ. ამგვარი თავგანწირული მაგალითებით სავსეა აუტიზმის ისტორია. ამჟამად ჩრდილოეთ კოროლინას უნივერსიტეტში შექმნილი,  ყველაზე სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების მქონე ქცევის კორექციის პროგრამაც ..  ТЕАССН, აუტიზმის მქონე ბავშვების   მშობლების ინიციატივის  და ამ დარგში მომუშავე მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგად  იქნა შექმნილი.
2007 წლიდან გაეროს რეზოლუციით აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მსოფლიო დღედ 2 აპრილი გამოცხადდა.
საზოგადოების გამოკითხულთა უმრავლესობამ  არ იცის  რა დაავადებაა აუტიზმი, ან  აქვთ გაგებული მაგრამ  არაფერი იციან  მასზე,შესაბამისად ასეთ საზოგადოებაში  აუტისტი ადამიანები ყოველთვის იგრძნობენ თავს გარიყულად.


წყარო
გამოყენებული ლიტერატურა: ბიბლიოთეკა- კულტურული ცენტრითანადგომა”- მიერ გამოქვეყნებული ბროშურა.    სახელმძღვანელოვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება”(2008)


Комментариев нет:

Отправить комментарий