მაგიდის
ჩოგბურთი
ბათუმის. ქართულ- ამერიკულ სკოლაში 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა მაგიდის ჩოგბურთის წრე, სადაც გაწევრიანდა ამავე სკოლის 15 მოსწავლე .
წრის დასახელება "ოქროს ჩოგანი" დასახელებაში იგულისხმება აღნიშნული წრის წევრთა მომავალი წარმატება.წრის ხელმძღვანელი დავით ონიაშვილი.
თამაშის დასაწყისი
ქულები
მოწოდების რიგი და მხარეები
ვარჯიშების ჩატარების დღეები : ორშაბათი-ოთხშაბათი
„მაგიდის ჩოგბურთის“ წრეში გაწევრიანებული მოსწავლეთა სია
ბათუმის. ქართულ- ამერიკულ სკოლაში 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა მაგიდის ჩოგბურთის წრე, სადაც გაწევრიანდა ამავე სკოლის 15 მოსწავლე .
წრის დასახელება "ოქროს ჩოგანი" დასახელებაში იგულისხმება აღნიშნული წრის წევრთა მომავალი წარმატება.წრის ხელმძღვანელი დავით ონიაშვილი.
მაგიდის
ჩოგბურთის წარმოშობის ისტორია
სპორტის ეს სახეობა ვიქტორიანული ხანის ინგლისში წარმოიშვა, სადაც მას მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ, როგორც სალონის თამაშს. სავარაუდოდ, თამაშის ჩანასახოვანი ფორმა ჩამოყალიბდა 1860-1870-იან წლებში, ინდოეთის ბრიტანელ სამხედრო ოფიცრებში, რომლებმაც თამაში ევროპაში შემოიტანეს. მაგიდის ცენტრში წიგნების რიგი ბადის ფუნქციას ასრულებდა, ორი წიგნი - ჩოგნებისას, ხოლო ბურთის მაგივრობას გოლფის ბურთი სწევდა.
თამაშს უამრავი სახელი ერქვა, მათ შორის ,,უიფ-უაფი" და ა. შ. სახელი - ,,პინგ-პონგი" - ფართოდ გამოიყენებოდა ბრიტანული კომპანიის - ჯ. ჟაკი და შვილი - სავაჭრო ნიშნამდე (1901). შემდეგში ,,პინგ-პონგი" აღნიშნავდა თამაშს, რომელსაც ჟაკის უფრო ძვირი აღჭურვილობით თამაშობდნენ, სხვა მანუფაქტურები კი მას მაგიდის ჩოგბურთს უწოდებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კომპანიამ ,,პინგ-პონგის" ლიცენზია კომპანია ,,ძმები პარკერები"ს მიჰყიდა. კომპანიამ ეს სავაჭრო ნიშანი 1920-იან წლებში კიდევ უფრო მეტად გაამყარა იმით, რომ თამაშის სახელი 1920-იან წლებში ,,მაგიდის ჩოგბურთს" დაუკავშირა, თუმცა, როგორც - სავაჭრო ნიშანი.
შემდეგი უმთავრესი სიახლე ჯეიმზ გიბს, ბრიტანელ მაგიდის ჩოგბურთის ენთუზიასტს, ეკუთვნის, რომელმაც 1901 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ახალი ცელულოიდის ბურთები აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ისინი თამაშისთვის იდეალური იყო. ამას მოჰყვა 1901 წელს, ი. ს. გუდის მიერ თანამედროვე ჩოგნების გამოგონება, რომლებიც ხაოიანი და ბუსუსებიანი ფურცლების, რეზინისა და ხის ჩარჩოს შერევით მიიღო. 1901 წლიდან მოყოლებული მაგიდის ჩოგბურთის პოპულარობა დღითი-დღე იზრდებოდა, იმდენად, რომ უკვე ტურნირების ორგანიზებასაც ახერხებდნენ, სპორტის ამ სახეობაზე წიგნებიც იწერებოდა და 1902 წელს სპორტის ამ სახეობაში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატიც კი ჩატარდა.
1921 წელს, დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, 1926 წელს კი - მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. მაგიდის ჩოგბურთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ლონდონმა უმასპინძლა (1926). 1933 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, რომელსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთი ეწოდება.
1930-იან წლებში, ედგარ სნოუ თავის წიგნში, ,,წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე"- შენიშნავდა, რომ კომუნისტური ძალებს ჩინეთის სამოქალაქო ომში (1927-1936) ინგლისური თამაშის, მაგიდის ჩოგბურთისადმი, ჰქონდათ ვნება. მეორეს მხრივ, თამაშის პოპულარობა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში შემცირდა, ნაწილობრივ პერიოდიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი - იმ თეორიის გამო, თითქოს თამაში ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
1950-იან წლებში, ჩოგნებმა, რომლებიც რეზინის ფურცლებისა და მათ ქვეშ მოქცეული რბილი ფენის ნაზავს წარმოადგენდნენ, თამაში მკვეთრად შეცვალეს - უფრო მეტი ბრუნვის სიშირე და სიჩქარე შემოიღეს. ამის შემოღება დაკავშირებულია სპორტული საქონლის მეწარმის, ს. ჰენკოკის სახელთან. სწრაფი წებოს გამოყენებამ კი, ბრუნვა და სიჩქარე კიდევ უფრო გაზარდა, რისი შედეგიც აღჭურვილობაში აისახა. მაგიდის ჩოგბურთი 1988 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიაში შეიტანეს.
აღჭურვილობა
ბურთი
მაგიდის ჩოგბურთის 40 მმ დიამეტრიანი ბურთები
საერთაშორისო წესების თანახმად, მაგიდის ჩოგბურთის თამაშისას 2,7 გრამის, 40 მილიმეტრი დიამეტრის მქონე სფეროს ფორმის ბურთებს იყენებენ. წესებით განსაზღვრულია, რომ 30,5 სანტიმეტრის სიმაღლიდან სტანდარტულ ფოლადის კონსტრუქციაზე დაცემისას, რომლის ელასტიურობის კოეფიციენტიც 0.89-0.92-ია, ჰაერში 24-26 სმ სიმაღლეზე უნდა ავარდეს. ბურთი მზადდება პლასტიკური ცელულოიდისაგან, გლუვია და თეთრი ან ნარინჯისფერია. ბურთების ფერების არჩევანი დამოკიდებულია მაგიდის ფერსა და მის ზედაპირზე. მაგ: თეთრი ბურთის დანახვა უფრო ადვილია მწვანე ან ლურჯ მაგიდაზე, ვიდრე ნაცრისფერზე. მწარმოებლებლები ბურთის ხარისხზე ხშირად ვარსკვლავების ნიშნებით მიუთითებენ, ჩვეულებრივ - ერთიდან სამამდე (სამი ვარსკვლავი უმაღლესი ხარისხის ნიშანია). რადგანაც ბურთის ხარისხის განმსაზღვრელი სისტემა მწარმოებლებს შორის ერთგვაროვანი არაა, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია სპეციალურად ამტკიცებს ბურთებს ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოსაყენებლად (დამტკიცების ნიშანი ბურთზეა ზედაპირზეა მოცემული).
40 მილიმეტრის დიამეტრის მქონე ბურთები 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ შემოიღეს. თუმცა, ამან დაპირისპირებაც წარმოქმნა: ჩინეთის ეროვნული გუნდი დაობდა, რომ ეს უბრალოდ არაჩინური წარმომავლობის მოთამაშეებს გამარჯვების კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევდა, რადგანაც ახალი სახის ბურთებს უფრო ნაკლები სიჩქარე ჰქონდათ (40 მილიმეტრი დიამეტრის მქონე ბურთებით თამაში უფრო ნელი ტემპისაა და ნაკლებადაც ბრუნავენ, ვიდრე 38 მილიმეტრიანი ბურთები, ახალი ტიპის ბურთების შემოღების პერიოდში კი ჩინელი მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეების უმრავლესობა სწრაფი შეტევებითა და სმაშით თამაშობდა). ჩინეთმა 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხივე ოქროს მედალი და სამი ვერცხლი მოიგო და მას შემდეგ სპორტის ამ სახეობაში პირველობას არავის უთმობს.
მაგიდა
მაგიდის ჩოგბურთის მაგიდის ოფიციალური ზომები
მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა 2.74 მეტრი სიგრძის, 1.525 მეტრი სიგანისა და 0.76 მეტრი სიმაღლის. მაგიდა ან სათამაშო ზედაპირი მთლიანად მუქი ფერისა და გლუვია. 15.25 სმ სიმაღლის ბადით ის ორ ნახევრად იყოფა. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით მხოლოდ ხის ან ხის სხვადასხვა ნაწარმის მაგიდებია ნებადართული. წესებით განსაზღვრულია, რომ 30 სმ სიმაღლიდან დავარდნის შემდეგ ბურთი უნდა ავარდეს 23 სმ სიმაღლეზე. ბეტონის მაგიდები, ფოლადის ბადით, ან მყარი ფოლადის დანაყოფები ზოგჯერ ხელმისაწვდომია საჯარო თავშეყრის ადგილებში, მაგ: პარკებში და ა.შ.
ჩოგანი
მოთამაშეები ლამინირებული ხის ჩოგნებით თამაშობენ, რომელთა ერთი ან ორივე მხარე (მოთამაშის ჩოგნის ჭერის მანერის შესაბამისად) რეზინითაა დაფარული. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ჩოგნის აღსანიშნავად იყენებს ტერმინს - „racket“, თუმცა დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნებს მოიხსენიებენ, როგორც - „bat“, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ტერმინით - „paddle“.
მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები
ჩოგნის ხის ნაწილს მოიხსენიებენ, როგორც-„blade“, რაც ძირითადად, ერთიდან შვიდამდე ხის ფირფიტას აღნიშნავს, თუმცა ზოგჯერ კორპი, მინის ბოჭკო, ნახშირბადის ბოჭკო, ალუმინის ბოჭკო და კევლარიც გამოიყენება. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, ჩოგნის ხის ნაწილის სისქის მინიმუმ 85 % ნატურალური ხისგან უნდა იყოს დამზადებული. ძირითადი ხის ტიპები შეიცავს ბალსას, ლიმბას, და კვიპაროზს ან “ჰინოკის”, რომელიც იაპიონიაშია პოპულარული. ჩოგნის საშუალო ზომებია: 17 სმ - სიგრძე და 15 სმ - სიგანე. შეზღუდვები თავისთავად ფოკუსირდება ჩოგნის ხის ნაწილის სიბრტყესა და სიხიისტეზე. ეს ზომები ოპტიმალურია ყველაზე მეტი სათამაშო სახეობისთვის.
მაგიდის ჩოგბურთის წესების მიხედვით, ნებადართულია ჩოგნის სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა ზედაპიირი ჰქონდეს. განსხვავებული სახის ზედაპირი უზრუნველყოფს ბრუნვისა და სიჩქარის დონეებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მთლიანად ამცირებს ბრუნვას. მაგალითად, შესაძლოა, მოთამაშისჩოგნის ერთი ნაწილი დაფარული იყოს რეზინით,რომელიც უზრუნველყოფს ბურთის უფრო სრაფ ბრუნვას, ხოლო მეორე მხარე პირიქით, თითქმის ნულამდე ამცირებდეს ბურთის ტრიალს. ფლიპის საშუალებით ბურთის დაბრუნების რამდენიმე გზა არსებობს. საერთაშორისო წესების თანახმად, მოთამაშის ჩოგნის ერთი მხარე წითელი უნდა იყოს, ხოლო მეორე შავი, რათა მოწინააღმდეგემ მეტოქის თამაშის სტილი გაარჩიოს. მოთამაშეს უფლება აქვს თამაშის დაწყების წინ მეტოქის ჩოგანი შეამოწმოს, რათა ნახოს რა სახის რეზინს იყენებს მოწინააღმდეგე და რა ფერისაა ის. მიუხედავად თამაშის დიდი სისწრაფისა და სწრაფი ცვლილებებისა, მოთამაშეს სუფთად შეუძლია დაინახოს მეტოქე ბურთის დარტყმისთვის რომელ მხარეს იყენებს. თანამედროვე წესების თანახმად, თუ ჩოგანი თამაშის დროს დაზიანდა, თამაშის განმავლობაში მისი სხვა ჩოგნით ჩანაცვლება არ შეიძლება.
მაგიდის ჩოგბურთის თამაშის წესები
მაგიდის ჩოგბურთი, აგრეთვე ცნობილი, როგორც პინგ-პონგი — ორი, ან ოთხი მოთამაშისთვის განკუთვნილი სპორტის სახეობა. ზაფხულის სპორტის ამ სახეობას სპეციალურ მაგიდაზე თამაშობენ, რომელიც ბადით ორ ნაწილადაა გაყოფილი. გარდა ინდივიდუალური გამონაკლისი შემთხვევებისა, თამაშის წესები შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეებმა ჩოგნით ბურთი ისე უნდა მოაწოდონ, რომ მაგიდის საკუთარ ნახევარზე მხოლოდ ერთხელ დაეცეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ნახევარზე. მოთამაშეს ქულა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ — 1. მეტოქის ნახევარზე ბურთი ორჯერ დავარდება (თუმცა პროფესიონალურ მაგიდის ჩოგბურთში ეს იშვიათია); 2. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაცემის შემდეგ მოწინაარმდეგე ამ უკანასკნელს მეორე მოთამაშეს ვერ გაუგზავნის. 3. თუ მეტოქის მიერ მოწოდებული მეორე მოთამაშის ნახევარზე არ დაეცემა (ანუ, თუ მეორე მოთამაშის ნახევარს ასცდება ან ბადეზე მოხვედრისას, კვლავ მომწოდებლის მხარეს დაეცემა). თამაში ძალიან სწრაფია და კიდევ უფრო სწრაფ რეაქციას მოითხოვს.
წესების ცვლილებები
2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის რამდენიმე წესი შეცვალა, რაც თამაშის სატელევიზიო სპორტის სახეობის ეფექტურობისთვის იყო გამიზნული. პირველ რიგში, 2000 წლის ოქტომბერში, ძველი, 38 მილიმეტრიანი ბურთები ოფიციალურად შეიცვალა 40 მილიმეტრიანი ბურთებით. ამან ბურთის ჰაერის წინააღმდეგობა გაზარდა და თამაში ეფექტურად შეანელა. ამ დროისთვის მოთამაშეები თავიანთი ჩოგნების დამფარავი რეზინის სისქეს ზრდიდნენ, რაც თამაშს ზედმეტად სწრაფს ხდიდა და სატელევიზიო სანახაობისთვის არ გამოდგებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2001 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ფედერაციამ 21 ქულიანი თვლის სისტემა, 11 ქულიან სისტემით შეცვალა (მოწოდების რაოდენობა კი ხუთიდან ორამდე შემცირდა). ცვლილებები თამაშის უფრო უკეთესი და საინტერესო სახის შექმნას ისახავდა მიზნად. 2002 წელს, აიტიტიეფმა აკრძალა მოწოდების დროს ბურთის დაფარვაც, რამაც ერთი მოწოდების თამაშის ხანგრძლივობა გაზარდა და მომწოდებლის უპირატესობა შეამცირა. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ბურთის მიმართულების განსაზღვრა შეძლოს, მომწოდებელმა ბურთი ჰაერში მინიმუმ 16 სანტიმეტრით უდა აისროლოს.
თამაში
ერთ-ერთი მოთამაშის
მიერ ბურთის მოწოდებით იწყება. თავდაპირველად, მომწოდებელს ბურთი გაშლილ ხელისგულზე უდევს,რასაც freehand ეწოდება,
შემდეგ ბურთს ბრუნვის გარეშე მაღლა აისვრის, მინიმუმ 16 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ბურთის ქვევით ჩამოვარდნის შემდეგ მომწოდებელი მას ჩოგნით ურტყამს, რის შემდეგაც
ბურთი ჯერ მომწოდებლის ნახევარზე ვარდება, შემდეგ კი ბადესთან შეხების გარეშე, მოწინაარმდეგის ნახევარზე. არაოფიციალურ თამაშებში, ბევრი მომწოდებელი ხშირად ბურთს მაღლა არ ისვრის,
მიუხედავად იმისა, რომ ეს არალეგალურია და მომწოდებელს უსამართლო უპირატესობას ანიჭებს.
მომწოდებელმა ბურთს მიმართულება აუცილებლად მაგიდის ზედა ნაწილიდან,
სათამაშო ზედაპირს ჩამოცილებამდე, უნდა მისცეს.
მომწოდებელს უფლება არა აქვს სხეულით
ან ტანსამლით მეტოქეს ბურთის დანახვაში ხელი შეუშალოს.
მოწინაარმდეგე და მსაჯი
მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს სუფთად უნდა ხედავდნენ.
თუ მსაჯები მოწოდებაში ეჭვს შეიტანენ,
თავდაპირველად თამაშის მსვლელობას წყვეტენ და მომწოდებელს გაფრთხილებას აძლევენ. თუკი შემდეგი მოწოდებაც საეჭვოა,ამ შემთხვევაში მიმღებ მოთამაშეს ქულა ენიჭება.
თუ
მოწოდება სუფთაა, მაშინ მიმღებმა მოთამაშემ ბურთი მეტოქეს ჩოგნის დარტყმით უნდა დაუბრუნოს,
ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ,როცა ბურთი მის ნახევარზე დავარდება. ამის შემდეგ
მომწოდებელმა და მიმღებმა
მონაცვლეობით უნდა დაუბრუნონ
ბურთი ერთმანეთს. მოწოდებული ბურთის (და არა მიღებული/დაბრუნებული ბურთის) მოგერიება და მეტოქის
ნახევარზე გაგზავნა თამაშის ყველაზე რთული ნაწილია, რადგანაც მომწოდებლის პირველი მოქმედება ყველაზე ნაკლებ მისახვედრია, შესაბამისად, ყველაზე ხელსაყრელი ბრუნვიის სიხშირის სიმრავლისა და სიჩქარის
არჩევანის გამო, რომელიც
სწორედ მომწოდებლის განკარგულებაშია.
თამაშის დასაწყისი
მაგიდის ჩოგნურთის საერთაშორისო ფედერაციის 2.13.1 წესის თანახმად, პირველ მოწოდებას შემთხვევითობა განსაზღვრავს, ჩვეულებრივ - მონეტის აგდება. შესაძლოა ერთ-ერთმა მოთამაშემ (მსაჯმა ან ქულების სისტემის ზედამხედველმა) ბურთი ერთ
ან მეორე ხელში დამალოს, ჩვეულებრივ მაგიდის ქვეშ,
მეორე მოთამაშემ კი
უნდა გამოიცნოს ბურთი რომელ ხელშია. სწორი ან
არასწორი გადაწყვეტილება „გამარჯვებულს“ საშუალებას აძლევს ამოირჩიოს მოწოდება ან მაგიდის ის მხარე, რომელ მხარესაც ითამაშებს. ასევე, არსებობს სხვა
წესებიც, თუმცა, არასანქცირებული.
ქულები
თამაშის განმავლობაში მოთამაშეს ქულა შემდეგ შემთხვევებში ენიჭება:
თამაშში თითოეული პარტიის გამარჯვებულად ის
მოთამაშე ითვლება, რომელიც პირველად დააგროვებს 11 ქულას. თუ
მოწინააღმდეგეთა ანგარიში 10-10-ია,
ამ შემთხვევაში თამაში მანამ გრძელდება, სანამ ერთ-ერთი
მათგანი 2 ქულიან უპირატესობას არ მოიპოვებს. მატჩი, ძირითადად, შედგება ნებისმიერი რაოდენობის კენტი რაოდენობის პარტიისაგან, თუმცა საჩემპიონატო შეხვედრებში თამაშები 5 ან 7 პარტიიანია.
მოწოდების რიგი და მხარეები
თამაშის განმავლობაში მოთამაშეები მონაცვლეობით ორ-ორჯერ აწვდიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანგარიში 10-10-ია. ამ
შემთხვევაში თამაშის დასასრულამდე მოთამაშეები მონაცვლეობით აწვდიან (Deuce).მოთამაშე, რომელიც თამაშში პირველი აწვდის ბურთს, მომდევნო პარტიაში ის
პირველი იღებს ბურთს.
ყოველი პარტიის შემდეგ მოთამააშები თავიანთ სათამაშო ნახევარს ცვლიან. 7 პარტიისაგან შემდგარ შეხვედრებში, როდესაც მოთამაშეს გამარჯვებისთვის 4 პარტიის მოგება სჭირდება, მეშვიდე პარტიის დროს, ერთ-ერთი
მოთამაშის მიერ მეხუთე ქულის მოპოვების შემდეგ, ასევე ცვლიან მხარეებს, მიუხედავად იმია,
თუ ვისი მოწოდების ჯერია. მოწოდება, თამაშსის ქულების შეცვლის უმთავრესი წინაპირობაა. თუ
თამაშში მოწოდებისა და
მიღების თანმიმდევრობა აირია ან მაგიდის მხარეები არ
შეიცვალა, არასწორ სიტუაციაში ჩათვლილი ქულებიც ჯამდება.
მაგიდის
ჩოქბურთი საქართველოში
საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი XX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მასობრივად
1950-იანი წლებიდან განვითარდა, განსაკუთრებით
– თბილისსა და ზღვისპირეთში.
თავდაპირველად თამაშობდნენ გართობის მიზნით,
შემდეგ გაჩნდა სპეციალური სპორტული ჯგუფები. თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1950 წელს,
ორი წლის შემდეგ კი ბათუმში საქართველოს პირველი ჩემპიონატიც მოეწყო.
ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ლალი იზაშვილმა და ირაკლი ხიმშიაშვილმა. პირველი სპორტის ოსტატები გახდნენ ლალი იზაშვილი და რობერტ კუდაშვილი. 1954 წელს რობერტ კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მაგიდის ჩოგბურთის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრ კავშირის ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლალი იზაშვილმა (1958, ბრინჯაო), სარქის სარხოიანმა (1966, ოქრო), თეიმურაზ რამაზაშვილმა (1966, ბრინჯაო). აქედან იწყება სარხოიანის მრავალწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა. ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო სსრკ ჩემპიონი, პარალელურად არაერთი მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაში. სარხოიანს მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და საუკეთესოა საქართველოს ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის.
საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლის 15 სექტემბრიდან მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITTF) და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის (ETTF) წევრია. პრეზიდენტები: იური გონაძე (1991-94), კოტე ბაირამაშვილი (1994-96), იური გონაძე (1996-2005), თემურ ქურხული (2005-?), გურამ გოგოლაძე (დღემდე).
ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ლალი იზაშვილმა და ირაკლი ხიმშიაშვილმა. პირველი სპორტის ოსტატები გახდნენ ლალი იზაშვილი და რობერტ კუდაშვილი. 1954 წელს რობერტ კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მაგიდის ჩოგბურთის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრ კავშირის ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლალი იზაშვილმა (1958, ბრინჯაო), სარქის სარხოიანმა (1966, ოქრო), თეიმურაზ რამაზაშვილმა (1966, ბრინჯაო). აქედან იწყება სარხოიანის მრავალწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა. ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო სსრკ ჩემპიონი, პარალელურად არაერთი მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაში. სარხოიანს მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და საუკეთესოა საქართველოს ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის.
საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლის 15 სექტემბრიდან მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITTF) და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის (ETTF) წევრია. პრეზიდენტები: იური გონაძე (1991-94), კოტე ბაირამაშვილი (1994-96), იური გონაძე (1996-2005), თემურ ქურხული (2005-?), გურამ გოგოლაძე (დღემდე).
ვარჯიშების ჩატარების დღეები : ორშაბათი-ოთხშაბათი
ვარჯიშების ჩატარების დრო: 16:30-17:30 ს/თ
ვარჯიშების ჩატარების ადგილი:სკოლის დახურული
დარბაზი.
„მაგიდის ჩოგბურთის“ წრეში გაწევრიანებული მოსწავლეთა სია
№
|
მოსწავლეთა სახელი
გვარი
|
კლასი
|
დაბადების
წერლი
|
|
1
|
ალექსანდრე ბერიძე
|
III კლას
|
||
2
|
ალექსანდრე სოლომონიძე
|
III კლასი
|
||
3
|
ნია გოგიტიძე
|
III კლასი
|
||
4
|
საბა
შავიშვილი
|
IV კლასი
|
||
5
|
ანდრია ახალაია
|
IV კლასი
|
||
6
|
ნოდო გელაშვილი
|
IV კლასი
|
||
7
|
დანიელ თავდგირიძე
|
V კლასი
|
||
8
|
საბა
ფუტკარაძე
|
V კლასი
|
||
9
|
ალექსანდრე გოჩიტიძე
|
V კლასი
|
||
10
|
ანრი ფარჯანაძე
|
V კლასი
|
||
11
|
||||
12
|
||||
”მაგიდის ჩოგბურთის“ წრის სასწავლო საწვრთნო პროგრამა
№
|
სავარჯიშო თემის დასახელება
|
ვარჯიშების ჩატარების
დღე
|
ვარჯიშების ჩატარების
ადგილი.
ჩატარების დრო
|
შენიშვნა
|
1
|
ჩოგნის სწორი დაჭერის სწავლება.
|
3/10/2018
8/10/2018
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|
2
|
დგომის ტექნიკის (ძირითადი დგომი და დგდემები მარჯვნიდან
და მარცხნიდან)სწავლება.
|
10/10 /2018
15/10/2018
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|
3
|
გადაადგილებების(ერთ ნაბიჯიანი მოე ნაბიჯიანი)ტექნიკის
სწავლება.
|
17/10 /2018
15/10/2018
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|
4
|
ბურთის მიწოდების სწავლება.
|
22/10 /2018
24/10/2018
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|
5
|
ორ მხრივი თამაში,შესწავლილი ელემენტების სრულყოფით.
|
29/10 /2018
31 /10/2018
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|
6
|
უბურთოდ მოძრაობების ტექნიკის სრულყოფა.
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
7
|
დგომებისა და გადაადგილებების ტექნიკის სრულყოფა კომპლექსში.
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
8
|
მიწოდებული ბურთის მიღების ტექნიკის შესწვლა.
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
9
|
მოწოდებული ბურთის დახვედრა მარჯვნიდან და მარცხნიდან
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
10
|
ორ მხრივი თამაში შესწავლილი ელემენტების სრულყოფით
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
11
|
თავდასხმითი დარტყმების ტექნიკის შესწავლა
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
12
|
მოჭრილი მიწოდება მარცხნიდან მარჯვნიდან ტექნიკის სწავლება
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
||
13
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|||
14
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|||
15
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|||
16
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|||
17
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
|||
18
|
სკოლის დახურული დარბაზი
16:30-17:30
ს/თ
16:30-17:00
ს/თ
|
David, Super!
ОтветитьУдалитьჩანს მასწავლებლის საქმისადმი სიყვარული და სერიოზული დამოკიდებულება. კარგი იქნებოდა მოსწავლეთა რეფლექსიების დართვა, თუ რა შეძლეს უკვე, როგორ გარემოში მუშაობენ, რას ისურვებდნენ და ა. შ
ОтветитьУдалить